Sunday, September 22, 2019

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე  დღე-მოდულის  შეჯამება

სწავლება, რომ    ეფექტური  და  მიმზიდველი გახდესმნიშვნელოვანია  პროექტებით  სწავლება, რომელიც  დაეხმარება  მოსწავლეებს სასწავლო  სტანდარტის მიღწევასა  და  21-  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარებაშიასევე   დაეხმარება   მათ  შეიძინონ  ახალი ცოდნა  და სეძლონ  ამ ცოდნის  პრაქტიკაში გამოყენება.

მოდული  პირველი-   გავეცანი     " 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს" ,  " პროექტის  გეგმის  შაბლონს" და  " საქაღალდის  სტრუქტურა.      ""ჩეკლისტები" ,  რომელიც  დაგვეხმარება პროექტების  მიმართულების  სიზუსტეში.

მეორე  მოდულიშევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე,რომელიც  გამოვიყენე ტრენინგის  მსვლელობის  დროს, პროექტისთვის  საჭირო მასალების შესანახად, გამოვიყენე  GOOGLE  DRIVE  . განვიხილე ელექტრონულ  წიგნში/რესურსებში  განთავსებული    პროექტის გეგმებიდავათვალიერე ეროვნული სასწავლო  გეგმების პორტალი და ჩამოვტვირთე  ჩემი საგნის/საგნების   სტანდარტებიშევქმენი  პირადი  ბლოგისადაც  განვათავსე  ჩემი  ნამუშევარი/რესურსებირომელიც  ყველასთვის  ხელმისაწვდომი იქნება.

მესამე  მოდული-დეტალურად გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს: ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებსმნიშვნელოვანი იდეების გამომხატველ სიტყვებს ზოგადი კითხვების დასაწერადგანახლებულ ბლუმის ტაქსონომიას-ზმნების კლასიფიკაციას,
სტანდარტების და მიზნების რუბრიკას.  ავტვირთე  მასწავლებლის   და  მოსწავლის  ბუკლეტი.

მეოთხე  მოდული-დღეს  გავეცანით პროექტების შეფასებას ვებგვერდზე ,  შეფასების გამოყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.  შეფასების  განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების  დასადგენადგანვიხილეთ შეფასების სხვადასხვა  მეთოდი.
გავეცანით  განმავითარებელი და განმსაზღვრელი   შეფასების    ხუთ სტრატეგიას.

1.  მოსწავლეთა  წინარე ცოდნისა  და  საჭიროებების  შეფასების  სტრატეგიები
ეს სტრატეგია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.

2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა  და  თანამშრომლობის უნარის  შესაფასებელი სტრატეგიები . ეს  სტრატეგიები გამოგვადგება შევაფასოთ  მოსწავლეთა უნარი, გავიგოთ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის  შესწავლას და  აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.

3. პროგრესის  მონიტორინგის  სტრატეგიები.
ამის გათვალისწინებით მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.

  4.გაგების შემოწმების  და  მეტაშემეცნების  წახალისების სტრატეგიები
     
მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
 5.გაგების  და უნარების  დემონსტრირების  სტრატეგიები 
 
პროექტის დასასრულს კი გამოყენებული ეს სტრატეგის წარმოდგენას გვაძლევს თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ თემა და განავითარა სასწავლო უნარები. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგიაპროდუქტი და შესრულებაპორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.

       
პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც უწოდებენ.
შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები პროდუქტის შექმნის მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და შესრულებების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას.
ხუთივე  სტრატეგია აუცილებლად  უნდა  იქნას  გამოყენებული  პროექტის  შეფასების  როს,   თავისსავე მეთოდებით  და ინსტრუმენტებით.

მეხუთე  მოდული  განვიხილეთ  მოდული 3-ის  საკითხები, რომელიც მოიცავს ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ აუცილებელ და საჭირო საკითხების ცოდნას. საავტორო უფლებების გამოყენებასა და დაცვის საკითხებს.  საავტორო უფლებების ტესტი  საავტორო უფლებების ქაოსი
განვიხილეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირებს სასწავლო პროცესისთვის და გავეცანით რჩევებს  მისი მიცემისის დროსუკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები

ვისწავლეთ ნამუშევრის შესწორება Review -ის მენიუს გამოყენებით.

მეექსვე   მოდული-   ვნახეთ კოლეგების ნაშრომები, გავაკეთეთ უკუკავშირი, მივიღეთ კონკრეტული შენიშვნები და მითითებები, რაც დამეხმარა პროექტის სრულყოფაში.
 ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე და ჩვენს როლზე, როგორც ფასილიტატორის.
 მეშვიდე  მოდული- გავიარეთ მეხუთემეექვსე  და მეშვიდე  მოდულებიგანვიხილეთ   მოსწავლის  სავარაუდო   ნაშრომები.შეფასების  პროცესში მოსწავლეთა  ჩართვის შესაძლებლობებიშეფასების ფორმები, მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომისთვის. მოვიძიეთ დიფერენცირებული  სწავლების  გზების  ყველა  ტიპის მოსწავლისთვის.  დავიწყეთ თემისთვის  საჭირო   ფასილიტაციიცს  მასალების  მომზადების  დაგეგმვას.განვიხილეთროგორ გამოვიყენეთ  კითხვების  დასმის  სხვადასხვა  ტექნიკა. მოდიფიცირება  გავუკეთეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმას.

   მერვე  მოდული-შევქმენით ფასილიტაციის რესურსები, რომლებიც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენენ სამუშაოს შესრულების დროს.   ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროებებზე, მათ ჩართულობასა  და   აქტივობაზე პროექტის მიმდინარეობის დროს.  განვიხილეთ მრავალმხრივი ინტელექტისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ინდივიდუალური საკითხები.  ავტვირთე ბლოგზე მოსწავლისა და ჩვენი შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
                                                   მოდულის შეჯამება     სასწავლო პროცესი,რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სწავლება ეფექტური და მიმზიდველი გახდეს, ძალზე მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავკლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, დაეხმარება მათ შეიძინონ ახალი ცოდნა და შეძლონ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამ ინიციატივის განხორციელებისათვის მიმართული  მრავალფეროვანი სამუშაო  ტრენინგი(ინტელის სასწავლო კურსი)ჩემთვის მეტად საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. მთელი ტრენინგის მიმდინარეობა მრავლისმომცველი აქტივობებით იყო გაწერილი. გავეცანით ინტელის ელექრტონულ სახელმძღვანელოს ,კურსის მიზნებსა და მოლოდინებს, ვისწავლეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდის შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად, გავეცანით აგრეთვე პროექტების დაგეგმვასა და სწავლებაში დანერგვის მიდგომებს, განვიხილეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში გამოქვეყნებული პროექტის ნიმუშები, რომელთა გაცნობა დამეხმარა ჩემი პროექტის მიზნების სწორად დაგეგმვაში და რესურსის შექმნაში.ვისწავლე და შევქმენი ბლოგი. ვისწავლე ბლოგის სივრცის მოწყობა. გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვიმსჯელეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების შემუშავებასა და დახვეწაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი აღმოჩნდა და რაც დამეხმარა პროექტის ეტაპობრივად სწორად წარმართვაში. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.  გავეცანით და განვიხილეთ ერთმანეთის სავარაუდო პროექტების სცენარები და მივიღეთ დროული უკუკავშირი, გავცვალეთ იდეები ინტერნეტში გაზიარებული დოკუმენტის  საშუალებით .ვიმსჯელეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა დათანამშრომლობის ხელშეწყობის და პროგრესის მონიტორინგის შესახებ, რითაც ხდება სწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. ყურადღბა გავამახვილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე და ვიმსჯელეთ თვითრეგულირებადი სწავლის  ხელშემწყობ ფორმებზე ,ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში შევაფასეთ პროექტის პორტფოლიოები, ერთმანეთს გავუზიარეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომები, გავწერეთ სხვადასხვა პროცედურები და გამოვიყენეთ ახალი ფორმები.
       ის ცოდნა , რაც ტრენინგამდე გამაჩნდა ტრენინგის მიმდინარეობისას დავხვეწე, რაც დამეხმარება უფრო ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები მივსცე ჩემს მოსწავლეებს ,ვიყო კარგი ფასილიტატორი, ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში, ჩამოუყალიბდებათ თანამშროლობითი უნარები, შეძლებენ რთული სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნას. ეს კი ხელს შეუწყობს, ისინი გახდნენ 21-ე საუკუნის ღირსეული მოქალაქეები  და  თამამად  უპასუხონ   ეპოქის  გამოწვევებს.    ტრენინგზე გავიცანი ბევრი ახალი კოლეგა, რომელთანაც გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას. ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც მომავალშიც დაგვპირდა დახმარებას და თანამშროლობას , რისთვისაც უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე.ასევე მოვიწვევ  მათ  ჩემი  პროექტის  პრეზენტაციაზე  პედაგოგიური  პრაქტიკის  გასაზიარებლად.                                                         

                                                   

      სწავლება ეფექტური და მიმზიდველი რომ  გახდეს, ძალზე მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში,  დაეხმარება მათ შეიძინონ ახალი ცოდნა და შეძლონ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამ ინიციატივის განხორციელებისათვის მიმართული  მრავალფეროვანი სამუშაო  ტრენინგი(ინტელის სასწავლო კურსი)ჩემთვის მეტად საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. მთელი ტრენინგის მიმდინარეობა მრავლისმომცველი აქტივობებით იყო გაწერილი. გავეცანით ინტელის ელექრტონულ სახელმძღვანელოს ,კურსის მიზნებსა და მოლოდინებს, ვისწავლეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდის შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად, გავეცანით აგრეთვე პროექტების დაგეგმვასა და სწავლებაში დანერგვის მიდგომებს, განვიხილეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში გამოქვეყნებული პროექტის ნიმუშები, რომელთა გაცნობა დამეხმარა ჩემი პროექტის მიზნების სწორად დაგეგმვაში და რესურსის შექმნაში.ვისწავლე და შევქმენი ბლოგი. ვისწავლე ბლოგის სივრცის მოწყობა. გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვიმსჯელეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების შემუშავებასა და დახვეწაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი აღმოჩნდა და რაც დამეხმარა პროექტის ეტაპობრივად სწორად წარმართვაში. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.  გავეცანით და განვიხილეთ ერთმანეთის სავარაუდო პროექტების სცენარები და მივიღეთ დროული უკუკავშირი, გავცვალეთ იდეები ინტერნეტში გაზიარებული დოკუმენტის  საშუალებით .ვიმსჯელეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა დათანამშრომლობის ხელშეწყობის და პროგრესის მონიტორინგის შესახებ, რითაც ხდება სწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. ყურადღბა გავამახვილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე და ვიმსჯელეთ თვითრეგულირებადი სწავლის  ხელშემწყობ ფორმებზე ,ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში შევაფასეთ პროექტის პორტფოლიოები, ერთმანეთს გავუზიარეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომები, გავწერეთ სხვადასხვა პროცედურები და გამოვიყენეთ ახალი ფორმები.
       ის ცოდნა , რაც ტრენინგამდე გამაჩნდა ტრენინგის მიმდინარეობისას დავხვეწე, რაც დამეხმარება უფრო ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები მივსცე ჩემს მოსწავლეებს ,ვიყო კარგი ფასილიტატორი, ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში, ჩამოუყალიბდებათ თანამშროლობითი უნარები, შეძლებენ რთული სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნას. ეს კი ხელს შეუწყობს, ისინი გახდნენ 21-ე საუკუნის ღირსეული მოქალაქეები  და  თამამად  უპასუხონ   ეპოქის  გამოწვევებს.

    ტრენინგზე გავიცანი ბევრი ახალი კოლეგა, რომელთანაც გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას. ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც მომავალშიც დაგვპირდა დახმარებას და თანამშროლობას , რისთვისაც უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე.ასევე მოვიწვევ  მათ  ჩემი  პროექტის  პრეზენტაციაზე  პედაგოგიური  პრაქტიკის  გასაზიარებლად.

No comments:

Post a Comment

ნათია  ცინცაძის   პროექტსი  პორტფოლიოს  სანახავად  იხილეთ  ბმული.