ტრენინგის მეოთხე დღე
ეს სტრატეგია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები . ეს სტრატეგიები გამოგვადგება შევაფასოთ მოსწავლეთა უნარი, გავიგოთ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
ამის გათვალისწინებით მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.
4.გაგების შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიები
მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
5.გაგების და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
პროექტის დასასრულს კი გამოყენებული ეს სტრატეგის წარმოდგენას გვაძლევს თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ თემა და განავითარა სასწავლო უნარები. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია: პროდუქტი და შესრულება; პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.
პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც უწოდებენ.
შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები პროდუქტის შექმნის მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და შესრულებების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას.
ხუთივე სტრატეგია აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული პროექტის შეფასების როს, თავისსავე მეთოდებით და ინსტრუმენტებით.
დღეს გავეცანით პროექტების შეფასებას ვებგვერდზე , შეფასების გამოყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.
გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ხუთ სტრატეგიას.
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები . ეს სტრატეგიები გამოგვადგება შევაფასოთ მოსწავლეთა უნარი, გავიგოთ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
ამის გათვალისწინებით მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.
4.გაგების შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიები
მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
5.გაგების და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
პროექტის დასასრულს კი გამოყენებული ეს სტრატეგის წარმოდგენას გვაძლევს თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ თემა და განავითარა სასწავლო უნარები. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია: პროდუქტი და შესრულება; პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.
პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც უწოდებენ.
შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები პროდუქტის შექმნის მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და შესრულებების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას.
ხუთივე სტრატეგია აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული პროექტის შეფასების როს, თავისსავე მეთოდებით და ინსტრუმენტებით.
No comments:
Post a Comment