Sunday, September 22, 2019

                                                           ტრენინგის  პირველი/ მეორე  დღე


                                                                         რეფლექსია 

             ჩემთვის  აღმოჩენა  იყო  ინტელის  ტრენინგი და  ტრენინგზე შესასწავლი მასალა.   სიახლე  იყო   ელექტრონული  წიგნის გაცნობა  და  გამოყენება,  რაც  უფრო  მარტივს,  მოსახერხებელს   და  საინტერესოს გახდის ჩემთვის,   მუშაობის პროცესს.  ახლა, უკვე  შემიძლია ონლაინ გამოვიყენო ელექტრონულ წიგნში : მონიშვნები, კომენტარები და  ჩანიშვნები.
               მნიშვნელოვანი და   საინტერესო  მომეჩვენა და ასევე,   ჩემთვის  ძალზედ  საჭირო    " 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები" ,  " პროექტის  გეგმის  შაბლონი" და  " საქაღალდის  სტრუქტურა.   უცხო და  ახალი იყო   ""ჩეკლისტები" ,  რომელიც  დაგვეხმარება პროექტების  მიმართულების  სიზუსტეში.     
               დღევანდელი  ტრენინგი საინტერესო   იყო. დარწმუნებული ვარ, ტრენინგზე  განხილული  საკითხები და  მასალები, მომავალში აქტიურად  გამოვიყენებ  პროექტის  დაეგვმასა და განხორციელებაში.


           ტრენინგმა  მასწავლა, რომ  პროექტით  სწავლება  სასწავლო  პროცესში  აუცილებელი და საინტერესოა.
   

                                                                   მეორე  დღე

      დღეს შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე,რომელსაც გამოვიყენებ ტრენინგის  მსვლელობის  დროს, პროექტისთვის  საჭირო მასალების შესანახად, გამოვიყენე გუგლ  დრაივი, რომელსაც  აქტიურად  ვიყენებ და  დღეს  ყველაზე უკეთ გამომივიდა. განვიხილე ელექტრონულ  წიგნში/რესურსებში  განთავსებული    პროექტის გეგმები,  დავათვალიერე ეროვნული სასწავლო  გეგმების პორტალი და ჩამოვტვირთე  ჩემი საგნის/საგნების   სტანდარტები.  შევქმენი  პირადი  ბლოგი,  სადაც  განვათავსებ  ჩემს  ნამუშევარს/რესურსებს,  რომელიც  ყველასთვის  ხელმისაწვდომი იქნება.
დღევანდელი  ტრენინგი  საინტერესო და მნისვნელოვანი  იყო ჩემთვის.



No comments:

Post a Comment

ნათია  ცინცაძის   პროექტსი  პორტფოლიოს  სანახავად  იხილეთ  ბმული.